LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან დიდი წონა მქონდა,140 კილო ვიყავი…“ – როგორ დაიკლო პირველი 30 კილოგრამი იაკო ჭალაგანიძემ?  

314
იაკო ჭალაგანიძე

ინფლუენსერი და ბლოგერი იაკო ჭალაგანიძე, რომელმაც უკვე წლებია, წონაში საგრძნობლად დაიკლო, საკითხზე სოფო ჯაფარიძის პოდკასტში, „მედგიდი“ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ვიდეო: როგორ დაიკლო იაკო ჭალაგანიძემ 73 კილო – „არაფრის მონატრება არ მქონია…9 თვის მანძილზე ერთი დღეც არ დამირღვევია”

„პირველი 30 კილო ძალიან მარტივად წავიდა იმიტომ, რომ ძალიან დიდი წონა მქონდა, 140 კილო ვიყავი, თავიდან მგონია, რომ ეს იყო სითხის და რაღაცების ხარჯზე, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძალიან კარგი იყო, რომ ყოველდღე მინუს რაღაცა ვიყავი, მოკლედ ძალიან მარტივად წავიდა კლება, 30 კილო იყო როგორც „კანფეტი“. გადავწყვიტე 18 საათიანი სწორი კვების დაწყება და ძალიან მარტივად წავიდა კლება, ყოველ დღე იყო მინუსი. იყო რა თქმა უნდა რაღაც დღეები, რომ ჩერდებოდა წონა მაგრამ, იმდენად მოტივირებული ვიყავი და იმდენად გადაწყვეტილი მქონდა, მგონია, რომ ტვინში რომ გადაწყვეტ მგონია, რომ მერე არც ექიმი გჭირდება არც დედის დაძახილი და არც მამის…“ – ამბობს ჭალაგანიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები