LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

114
ნაურუ

ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს.

„ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაუქმების შესახებ.

შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ გააუქმა თავისი დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან.

შესაბამის ქვეყნებს ფორმალურად შევატყობინებთ შესაბამისი დიპლომატიური არხებით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ნაურუს მთავრობა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები