LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის შოვში გაიყინა დრო და სამყარო… გეძებ ყველგან, გეძებ სიჩუმეში, იმ გზებზე, სადაც ერთად გვივლია“ – რას წერს შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა

238
დავით ბერიაშვილი

რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიიდან, რომელსაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დღეს 3 წელი გავიდა.

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

შოვში მეწყერი 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის ჩამოწვა.

ტრაგედიის სამი წლისთავზე, სტიქიის დროს გარდაცვლილებთან დაკავშირებით მათი ოჯახის წევრები და მეგობრები სოციალურ ქსელში არაერთ პოსტს აქვეყნებენ.

ემოციურ სტატუსს აქვეყნებს მეწყერის დროს გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა, ია მერებაშვილიც.

„25 წელი ვზრდიდით ერთმანეთს, 25 წელი გვიხაროდა და გვწყინდა ერთად. ერთად ვტიროდით და ვიცინოდით. ბევრს გაწვალებდი და გაბრაზებდი, როცა მეც პატარა ვიყავი. მერე დავმეგობრდით და ვუფრთხილდებოდით ერთმანეთს. მეგონა მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდებოდა და შენით უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი. განგებას ყოველ დღე მადლობას ვუხდიდი იმისთვის, რომ მყავდი იმედად და საყრდენად. მეამაყებოდა, რომ შენი დედა მერქვა.

ახლა კი გეძებ… გეძებ ყველგან…

გეძებ სიჩუმეში. იმ გზებზე, სადაც ერთად გვივლია. შენს ხმას ვუსმენ, თითქოს სადღაც ისევ უნდა გავიგონო.

და ვეძებ საკუთარ თავსაც. ვინ ვარ აღარ ვიცი… რისთვის ვარ, ეგ ხომ საერთოდ ვერ გამიგია…

ჩემთვის შოვში გაიყინა დრო და სამყარო…“ – წერს შოვის სტიქიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა სოციალურ ქსელში.

„აკეთებდა იმას, რაც ყველაზე მეტად მოსწონდა.. მადლობა მისი გუნდის წევრებს მისთვის მიცემული ყველა შესაძლებლობისთვის“ – რაჭაში სტიქიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა

„ფეხბურთზე პატარა ასაკიდანვე შეყვარებული იყო. Მახსოვს, თავიდან ჩემპიონატებს ერთად ვუყურებდით – Მჯერა, დღევანდელი გამარჯვებით უზომოდ გახარებული იქნები“ – შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„ჩემი გონება 3 აგვისტოს ბოლო მიმოწერას და 4 აგვისტოს ტალახიან შოვს ატრიალებს განუწყვეტლივ და იმას, რომ დათომ სიარული და მეწყრისგან გამოღწევა იმიტომ ვერ შეძლო, რომ..“ – შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ცნობისათვის, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიური უბედურება 2023 წლის 3 აგვისტოს დატრიალდა – კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი დაახლოებით 15:00 საათზე ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდნენ კოტეჯში მყოფი ადამიანები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები