შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა.
ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა.
კურორტზე მოვარდნილმა ტალახის უზარმაზარმა მასამ წაიღო კოტეჯები, სადაც ათობით ადამიანი იმყოფებოდა, მანქანები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, მოგლიჯა ხეები.
„მეგონა, კითხვები გამოძიებასთან სხვა გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებსაც გაუჩნდებოდათ… ნაცვლად ამისა, მოვისმინე ბევრი ბოდიში… შეხვედრის მონაწილეთა მიდგომა იყო, სტიქიას რას ვუზამთ… არა და კარგად მახსოვს დაპირება – წინასწარი შეტყობინების სისტემები“ – შოვში ტრაგიკულად დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა
შოვის სტიქიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა, ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც შოვის ტრაგედიიდან 2 წლის გასვლასთან დაკავშირებით წერს.
ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა.
ერთი არასრულწლოვანის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს.
ტრაგედიას ემსხვერპლნენ:
ლუკა დუდაშვილი
ანდრია დუდაშვილი
ანასტასია დუდაშვილი
ნატო ჭელიძე
მარიამ მაისურაძე
კოტე მაისურაძე
შორენა ბიჭაშვილი
მეგი გუტაშვილი
გიგი გუტაშვილი
ზაზა მესხი და მისი 2 არასრულწლოვანი შვილი
ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკა და მისი არასრულწლოვანი შვილი, სევა
სოფი ყარალაშვილი
გიორგი ყარალაშვილი
მარინა ხორბალაძე
მანანა ჯაჭვაძე
გიორგი ხორბალაძე
ნინო კენჭაძე
სალომე ხეთაგური
გვანცა ბუბაშვილი
თემურ ჩარკვიანი
დიტო ფირცხალავა
ნიკა ჩალაძე
სამირა ისაევა
დავით ბერიაშვილი
გიორგი გოგინაშვილი
ქსენია ტრიჩევა
გენადი სულთანიშვილი
სოფო ბაკურაძე
ქეთევან ლობჟანიძე
ლევან რაზმაძე
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების დასკვნის თანახმად, „მყინვარ ბუბას დასავლეთით ჩამოწოლილი კლდეზვავი მყინვართან შევიდა კონტაქტში. ამ პროცესს მყინვარის ჩამონგრევა და ნაპრალებში არსებული წყლების გადმოდინება მოჰყვა. ზედაპირზე კლდეზვავის ხახუნმა მყინვარი უსწრაფესად გაადნო და წარმოქმნა ღვარცოფი, რომელიც ხეობისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა“.
