LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაბის ხუთშაბათს კიდევ ერთი ოპერაცია ელოდება… ჩვენ ერთად ყველაფერს გადავიტანთ…“ – პატარა გაბის დედა მორიგ ინფორმაციას გვიზიარებს

247
თაკო ბარბაქაძე

პატარა გაბრიელ ჩადუნელს, რომელსაც გერმანიაში მკურნალობენ, მორიგი ოპერაცია ჩაუტარდება.

როგორც გაბის დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში წერს, პატარას ოპერაცია ხუთშაბათს დაიგეგმა:

„გაბის ხუთშაბათს კიდევ ერთი ოპერაცია ელოდება… ყველაფერი კარგად არის, თუმცა გამოკვლევებზე ჩანს რომ ბრობიაკი ცოტა ზევით არის და ქვევით უნდა ჩაიწიოს… მარტივია თუმცა უკვე ყველაფრის ისე მეშინია… ეს იქნება რიგით 20-ე ანესთეზია, ან უფრო მეტიც სიმწრით მომატებულ გრამებს ისევ დაიკლებს ცოტას… მე გაბის მჯერა, მჯერა რომ კარგად იქნები… ჩვენ ერთად ყველაფერს გადავიტანთ“ – წერს თაკო ბარბაქაძე.  

პატარა გაბრიელ ჩადუნელი, რომელიც მკურნალობის კურსს გერმანიაში გადის, საზოგადოების განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სიახლეებს მისი დედა, თაკო ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები