LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კლინიკაში ვიყავით, ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად მიდის“ – გაბრიელ ჩადუნელის დედა პოზიტიურ ამბავს გვიზიარებს

464
2026-09-04_00-26-47_645871

პატარა გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე ხშირად უზიარებს საზოგადოებას შვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას და კადრებს.

„გაბი 9 თვის ბიჭი გახდა, ამ 9 თვეში იმდენი ტკივილი გამოიარა, 22 წლის ასაკში არსად რომ არ მინახავს და გამიგონია… კარგია რომ მე ამირჩიე დედად, მიყვარხარ გაბი…“ – პატარა გაბის დედა ემოციურ პოსტს ავრცელებს

პატარა ბიჭუნას ვიდეოებს, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს უამრავი მოწონება აქვს.

გაბრიელის დედა თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში მორიგ დადებით ამბავს გვიზიარებს და წერს, რომ ბიჭუნას ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად აქვს.

„კლინიკაში ვიყავით. შემდეგი შეხვედრები დაგვინიშნეს სხვადასხვა ექიმებთან. ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად მიდის. ანალიზების პასუხებს რომ გაიგებენ, გადაწყვიტავენ მოუმატონ თუ არა კვება“, – წერს თაკო ბარბაქაძე.

გაბი გერმანიაში მკურნალობს, ცოტა ხნის წინ კი ექიმებმა ის სახლში გწერეს.

სოციალურ ქსელში მისი გულშემატკივრები უსაყვარლეს ბიჭუნას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

„გაბრიელ სამყაროზე დიდო ბიჭო… თვითონ ხომ საოცრებაა და დიდი რომ გაიზრდება და გაიგებს, გმირი დედიკო და მამიკო რომ ჰყავს, ძალიან იამაყებს თქვენით…“ – პატარა გაბის დედა შვილის კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები