პატარა გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით ამ დროისთვის გაბრიელს კარგი ანალიზები აქვს, ოპერაციის თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია:
„გაბის კარგი ანალიზები აქვს… ოპერაციაც ზუსტად არ ვიცით როდის იქნება საჩქარო არ არის… უბრალოდ ქვევით უნდა ჩაწიონ რომ მომავალში არ ამოვარდეს.. შემდეგ კვირას ფიქრობენ ჩვენს გაწერას და ყველა შეხვედრაზე გვექნება სტომაზე განხილვა უნდათ რომ მალე ჩააბრუნონ თუმცა ბავშვი ჯერ კიდევ არ არის ისეთი მოძლიერებული როგორიც უნდა იყოს… ბროვიაკი არ ქმნის არანაირ პრობლემას მაგრამ სახლში გაწერილზე რომ არ ამოუვარდეს ისევ უნდათ რომ მალევე მოაგვარონ“ – წერს თაკო ბარბაქაძე.
