LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლი Tesla-სგან 10,3 მილიონ დოლარს ითხოვს- ამბობს, რომ ელექტრომობილის მართვა სათანადოდ არ აუხსნეს

106
ქირიას NEWS შაბლონი (9)

აშშ-ში 59 წლის ქალმა Tesla-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და კომპანიისგან 10,3 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს. მისი თქმით, სადილერო ცენტრის თანამშრომლებმა საცდელი ტესტდრაივის წინ ელექტრომობილის მართვის თავისებურებები სათანადოდ არ აუხსნეს, რის გამოც ავარიაში მოყვა.

ინციდენტი 2024 წელს მოხდა. ქალი Tesla Model Y-ს ტესტავდა, თუმცა მგზავრობისას კონტროლი დაკარგა და ავტომობილი სილამაზის სალონში შევარდა. თავად მძღოლი აღიარებს, რომ მანქანის მართვა ვერ შეძლო, თუმცა პასუხისმგებლობას Tesla-ს თანამშრომლებს აკისრებს.

სარჩელის მიხედვით, ავტომობილი მას Insane რეჟიმში გადასცეს, რომელიც ძრავის მაქსიმალურ სიმძლავრესა და აჩქარებას იყენებს. ამ რეჟიმში Model Y 0-დან 96 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 3,3 წამში ასრულებს. ქალი ამტკიცებს, რომ ამის შესახებ არავინ გააფრთხილა და არც რეკუპერაციული დამუხრუჭების სისტემის მუშაობა აუხსნეს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ელექტრომობილი არასდროს ემართა.

მისი თქმით, ავტომობილის მკვეთრმა შენელებამ დააბნია. მოგვიანებით კი, შუქნიშანთან, მანქანა მოულოდნელად სწრაფად აჩქარდა, რის შედეგადაც შენობას შეეჯახა.

მოსარჩელე აცხადებს, რომ ავარიის შედეგად მიღებული ტრავმების მკურნალობას დღემდე აგრძელებს. ამიტომ ის Tesla-სგან სამედიცინო ხარჯების, მორალური ზიანისა და სხვა დანაკარგების ანაზღაურებას ითხოვს.

თავის მხრივ, Tesla პასუხისმგებლობას არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ ავარია მძღოლის დაუდევრობის შედეგია. კომპანიის პოზიციით, ტესტდრაივისას ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა თავად მძღოლის პასუხისმგებლობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები