შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე ხატია ქირიას გადაცემა „მადისაღმძვრელ პოდკასტს” სტუმრობდა, სადაც სხვა თემებთან ერთად შეყვარებულზე ისაუბრა და დასძინა, რომ დედა ყოველთვის გვერდში უდგას.
„მე და ჩემი შეყვარებული დაახლოებით წელიწად-ნახევარია ერთად ვართ, მაგრამ ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, რვა წელია თუ ცხრა წელი. ბავშვობიდან მეგობრები ვიყავით… მე არ მეგონა, მაგრამ თურმე ასეთი ურთიერთობა მართლაც ძალიან ძვირფასი ყოფილა, როცა მეგობრობიდან ასეთ ურთიერთობაში გადადიხარ
მეორე ნახევარში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ზრუნვა და გათვალისწინებაა. ჩემი შეყვარებულისგანაც ამას ვგრძნობ. მარტო ზრუნვას და გათვალისწინებას და არ ვიცი, ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ ამდენი ხანია მიცნობს, მაგრამ ვხედავ, რომ მთლიანად მიცნობს, როგორიც ვარ, ძალიან ღრმად“, – ამბობს ევა ბარბაქაძე.
.
