LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში შეიარაღებულმა პირმა მაღაზიის დაყაჩაღება სცადა

142
??????????????????????????????????????????????????????????

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში, ერთ-ერთი ქსელური მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანამშრომლებისგან ფულს ითხოვდა.

მაღაზიის თანამშრომლებმა პოლიციას შეატყობინეს. შეიარაღებულმა პირმა მაღაზიიდან თანხის წაღება ვერ მოახერხა.

ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელი სოფელ კოლაგის მკვიდრია. ის პოლიციამ შემთხვევიდან მალევე დააკავა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები