ნიკ რაინერის საქმეში ახალი ბრალდებაა, ე.წ. „ჩასაფრებით ლოდინი“. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს დოკუმენტებით გახდა ცნობილი, რომელიც ახლახან გავრცელდა. ეს გარემოება შესაძლოა ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყოს იმისა, რომ მკვლელობა წინასწარ იყო გააზრებული და დაგეგმილი.
ნიკ რაინერმა შესაძლოა, მშობლებზე, ცნობილ რეჟისორსა და მსახიობ, რობ რაიენზე და მის მეუღლე მიშელზე „მოულოდნელი თავდასხმა“ მას შემდეგ განახორციელა, რაც ამისთვის შესაფერის მომენტი იპოვა.
აღსანიშნავია, რომ ნიკს წლების განმავლობაში ჰქონდა ნარკოდამოკიდებულებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ცნობილმა სისხლის სამართლის ადვოკატმა, სეთ ჯ. ცუკერმანმა აღნიშნა, რომ „ჩასაფრებით ლოდინის“ ბრალდება შესაძლოა უფრო მკაცრი სასჯელის საფუძველი გახდეს.
„ეს სიკვდილით დასჯის ან უვადო პატიმრობის შესაძლებლობას ქმნის, პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე“, – განაცხადა მან.


