12 აგვისტოს, ბათუმში, Mono Hall-მა ლელა წურწუმიას და „ჩვენი ბენდის“ სოლო კონცერტს უმასპინძლა.
მუსიკალურ საღამოს, მსმენელის წინაშე სპეციალური სტუმრის სტატუსით წარდგა კოსტა სანიკიძე, რომელთან ერთადაც ცოტა ხნის წინ ლელა წურწუმიამ დუეტი ჩაწერა ცნობილ ჰიტზე – „ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი“.
კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. გაჟღერდა არაერთი ცნობილი ჰიტი ლელა წურწუმიას რეპერტუარიდან. Mono Hall-ში მისულმა მაყურებელმა ასევე მოისმინა ლელა წურწუმიას და მაკა ზამბახიძის დუეტი.
საღამოს, მსმენელისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი აღმოჩნდა სცენაზე პიანისტ გიორგი გიგაშვილის გამოჩენა.
მისი აკომპანემენტით, ლელა წურწუმიამ ერთ-ერთი ჰიტი – „ჩუმად ნათქვამი“ იმღერა.
ექსპრომტად შესრულებულ დუეტს მაყურებლის ოვაციები მოჰყვა.
