LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ცინცაძე: „ივლისში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, ასევე რეკორდულია იანვარ-ივლისის ექსპორტის მაჩვენებლები“

108
ვახტანგ ცინცაძე

„ივლისში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება, კერძოდ, 30%-იანი ზრდა გვაქვს და ექსპორტის მაჩვენებელი 792 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ გასული თვის ექსპორტის მაჩვენებლების შეფასებისას.

მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე რეკორდულია იანვარი-ივლისის ექსპორტის მაჩვენებლები, რაც, ფაქტობრივად, 4.7 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

„რა თქმა უნდა, აღნიშნული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის სწორ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობაზე. ჩვენ ვხედავთ იმ შედეგებს, რაც ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებით იქმნება – იზრდება ადგილობრივი წარმოება, იზრდება ექსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

2026 წლის ივლისში ასევე რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა სავაჭრო ბრუნვის კუთხით – 2.495.4 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.4%-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-ივლისის სავაჭრო ბრუნვის მონაცემებს, ის 7.5%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ 15.517.6 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ არსებული პოზიტიური ტენდენციები, რაც საგარეო ვაჭრობის კუთხით ფიქსირდება, სხვადასხვა ეკონომიკურ პარამეტრებში გადაითარგმნება.

„საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები შენარჩუნდება და გაგრძელდება მომდევნო თვეებშიც“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები