LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება თავს ვიტყუებ, მაგრამ ინტუიციით ვგრძნობ, რომ ჩემი შვილი ცოცხალია…“ – თბილისის ცენტრიდან გაუჩინარებული პაატა გელოვანის დედა დახმარებას ითხოვს

644
პაატა გელოვანი

თბილისის ცენტრიდან გაუჩინარებული პაატა გელოვანის დედა, ლელა გელოვანი ჟურნალ „სარკის“ საშუალებით საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. 23 წლის ფეხბურთელი 12 წლის წინ საკუთარი უბნიდან, მელიქიშვილის გამზირიდან გაუჩინარდა.

ლელა გელოვანი:

„ყველაზე მეტად ის მაფიქრებს, რომ ჩემი შვილი ქალაქის ცენტრიდან, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილიდან, მელიქიშვილის ქუჩიდან გაუჩინარდა. ის არც ღრმა სოფელში იყო, არც მთაში, არც ისეთ ადგილას, სადაც ადამიანების პოვნა რთულია. ვერც მეწყერი ჩამოწვებოდა. სწორედ ამიტომ დღემდე ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ პაატას შესახებ ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. ჩემი შვილის ძებნა არასდროს შემიწყვეტია.

იმ საღამოს ვისაც ეზოში შეხვდა, ის ბიჭები რას ამბობენ?

როგორც ამბობენ, არავინ არაფერი იცის. მე კი დარწმუნებული ვარ, რომელიმემ მაინც იცის რაღაც. წარმოუდგენელია, არავის არაფერი დაენახა. გამომძიებლები მე მეკითხებოდნენ, სად წავიდაო. მე რომ ეგ მცოდნოდა, რაიმე გზას მაინც დავადგებოდი. სახლიდან რომ გადიოდა, მითხრა, მალე მოვალ, კარი დაკეტეო. გამომძიებელი ერთხელ მოვიდა ჩვენთან სახლში. ეძებდნენ და გვეუბნებოდნენ, გამოჩნდებაო. ლოდინში, რომ გამოჩნდებოდა, 12 წელი გავიდა. სამძებროდან მოკლე პასუხებს ვიღებთ, არც მორგშია, არც ქვეყნიდან გასულა…

ვფიქრობ, ცოცხალია. შეიძლება, თავს ვიტყუებ, მაგრამ თითქოს ინტუიციით ვგრძნობ, რომ ცოცხალია. მეორე მხრივ კი ვფიქრობ, ვინმემ რაღაც დამართა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები