ქობულეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვასთან მოხდა. გამოცემა „გურიანიუსის“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
„ფორტუნა“ მომხდარის შესახებ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
