დუეტ „ლეონის“ წევრები, ნინი კენჭიაშვილი და ლევან წვერავა ახლახან მეორე ვაჟის მშობლები გახდნენ. ნინიმ ერთ თვეში უკვე 22 კილოგრამი დაიკლო და ჟურნალ „სარკის“ მკითხველს უმხელს, როგორ მოახერხა ეს.
„22 კილო დავიკელი და მინდა, კიდევ 5 კილო დავიკლო, ჯერ არ მივსულვარ ჩემს სასურველ წონამდე, 56 კილოგრამამდე. ახლა ზუსტად 60 კილო ვარ.
არ მეგონა, ვარჯიშის გარეშე, სწორი კვებით თუ შეიძლებოდა ამხელა წონის დაკლება. სულ მინდოდა, იდეალური სხეულის ფორმები მქონოდა ცელულიტის გარეშე, არ მჯეროდა, მაგრამ შედეგი სახეზეა, ცელულიტი არ მაქვს.
ეს არის გერმანელი ენდოკრინოლოგის სწორი კვება“.
გერმანელ ექიმს ვინ დაგაკავშირათ?
ჩემი მეგობარი გერმანიაში იმყოფებოდა. 25 კილო ჰქონდა მომატებული და რამდენიმე თვეში 30 კილო დაიკლო. შედეგი რომ დავინახე, გამოვართვი რეცეპტი და შედეგიც მივიღე.
კურსი 15 დღეს მოიცავს. შემიძლია, თქვენს მკითხველს 2 დღის რაციონი გავუმხილო. უარი ვთქვი გაზიან სასმელებზე, ცომეულზე.
პირველი დღე: დილით, სანამ საკვებს მიიღებთ, 1 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ. ანუ 10 საათზე სვამთ წყალს.
10:30 საათზე შეჭამთ 2 მოხარშულ კვერცხს და ერთ ნაჭერ პურს კარაქითა და შაქრით — კარაქიან პურს ოდნავ შაქარი უნდა მოაყაროთ.
13:00 საათზე – ერთი ჭიქა წყალი.
13:30 საათზე – 3 ცალი ვაშლი და ერთი ცალი კიტრი.
16:00 საათზე – ერთი ჭიქა წყალი.
16:30 საათზე – წვნიანი.
18:00 საათზე – ერთი ჭიქა წყალი.
19:00 საათზე – 150 გრამი მაწონი.
თუ დღის განმავლობაში შიმშილმა შეგაწუხათ, კიტრი მიირთვით.
დღის განმავლობაში შეგვიძლია მივიღოთ, რამდენიც გვინდა, უშაქრო ჩაი და უშაქრო ყავა.
მეორე დღე: 10:00 საათზე – ერთი ჭიქა წყალი.
10:30 საათზე – ერთი ცალი მოხარშული კარტოფილი და ერთი ცალი კიტრი.
13:00 საათზე – ერთი ჭიქა წყალი.
13:30 საათზე – ერთი ცალი ვაშლი და ერთი ცალი კიტრი.
16:00 საათზე – ერთი ჭიქა წყალი.
16:30 საათზე – წვნიანი (პატარა ულუფა).
18:30 საათზე – ერთი ჭიქა წყალი.
19:00 საათზე – 100 გრამი ხაჭო.
შიმშილის შეგრძნების დროს მიიღეთ მწვანე ჩაი ან კიტრი.
როგორც გითხარით, ამ დიეტის კურსი 15 დღეა. რაციონში გვაქვს წიწიბურა, შვრიის ფაფა, ბოსტნეული, ბულგარული წიწაკა, სომხური ლავაში, ხილიც და შავი შოკოლადიც.
