LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრი კითხვა დაისვა და ვეცდები ყველაზე გაგცეთ პასუხი მე და გაბიკომ“ – ესაჭიროება თუ რა გაბრიელს ოპერაცია და როდის შეძლებენ საქართველოში დაბრუნებას

381
გაბრიელი

პატარა გაბრიელ ჩადუნელი, რომელიც ორი თვის განმავლობაში გერმანიის კლინიკაში მკურნალობდა, 20 აგვისტოს სამედიცინო დაწესებულებიდან ბინაზე გაწერეს.

გაბრიელის დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში უახლეს ინფორმაციას გვიზიარებს, როგორია გაბრიელის მდგომარეობა და რა სამედიცინო პროცედურების ჩატარებაა დაგეგმილი იმისათვის, რომ გაბრიელმა სახლში დაბრუნება შეძლოს. 

„მეგობრებო! რადგანაც ბევრი კითხვა დაისვა ვეცდები ყველაზე გაგცეთ პასუხი მე და გაბიკომ ❤️ ჩვენ ახლა სახლში ვართ თუმცა საქართველოში არა. საქართველომდე ალბათ კიდევ დიდი დრო დაგვრჩა…

ანამ გაბრიელი სულ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება საქართველოში არ წამოვალთ ❤️ ბევრს კიდეც გეგონათ რომ ყველაფერი მორჩა თუმცა სამწუხაროდ ჩვენ დროებით დავტოვეთ კლინიკა. გაბის კიდევ ერთი ოპერაცია აქვს წინ „სტომის ჩაბრუნება“. 3 სექტემბერს ვართ კლინიკაში დაბარებულები ისევ მუცლის ღრუს ხელახლა გამოკვლევაზე… და ალბათ მაგ დროს ყველაფერი დაიგეგმება…

ეს არ არის მხოლოდ წონაზე დამოკიდებული. ბავშვი უნდა გრძნობდეს თავს კარგად… ამიტომაც ზუსტად ვერ გეტყვით რა და როდის მოხდება თუმცა, ვიცი რომ მალე აპირებენ გაკეთებას… თუ, რა თქმა უნდა, გაბის ყველაფერმა ხელი შეუწყო და ჯერჯერობით კარგადაც მივდივართ ❤️

ახლა სახლში ვენური კვებით გვყავს წამოყვანილი ჩვენ ვუვლით… ვენური კვება აპარატები ვიტამინები და საერთოდ ყველაფერი, რაც ბავშვს სჭირდება თვითონვე მოაქვთ სახლში. ასევე არუს სტომაზეც რაც კი გვჭირდება ყველაფერი მოაქვთ სახლში ❤️ ასევე, გაბი იკვებება ჩვეულებრივად პირით კვებითაც ფაფებით ❤️ კიდევ ძალიან ბევრი კითხვა იყო რამდენ ხანს უნდა ქონდეს ბროვიაკი…

ეს არის ძალიან ვერაგი დაავადება წარმოიდგინეთ ჭამდეთ და არ გერგებოდეთ. ამიტომაც არის ვენური კვება გაბისთვის საჭირო რადგან სტომიდან საჭმელს მარტივად კარგავს.. როგორც მითხრეს გაბის საგრძნობლად მოკლე ნაწლავი არ აქვს და საერთოდ არ წარმოადგენს ეგ პრობლემას… პრობლემა არის ის რომ ამდენი ოპერაციებით ბავშვის ნაწლავი გადაღლილია 😞  და უჭირს შეწოვა.. თუმცა რაც მთავარია “უჭირს” ანუ მაინც იწოვს და იღებს კალორიებს.. ისე არ არის როგორც ჩვენი ნაწლავი თუმცა ვფიქრობთ რომ ნელ-ნელა დაიწყებს კარგად ფუნქციონირებას.. ასევე ვფიქრობთ, რომ ჩაბრუნების შემდეგ ვენური კვება მოიხსნება და დარჩება მხოლოდ პირით კვებაზე ❤️  ანუ ვენური კვება მაშინ შეწყდება როცა გაბის ნაწლავი ჩაბრუნდება ❤️ ახლა თავს კარგად გრძნობს სახლში ყველაფერი კარგად მიდის ვიმედოვნებ რომ ასეც გაგრძელდება ❤️“, – წერს თაკო ბარბაქაძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები