LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაიკლებ თუ არა წონაში, თუ მთელი დღე მხოლოდ ბოსტნეულს შეჭამ“ – ნინო (ჩერი) ჩერქეზიშვილის რჩევები

274
ნინო ჩერქეზიშვილი

ნინო ჩერქეზიშვილი, იგივე ჩერი, ცნობილი ფიტნეს-მწვრთნელი და ნუტრიციოლოგი აქტიურად უწევს პროპაგანდას ჯანსაღი ცხოვრების წესს.

ნინო პოტკასტის „მეხუთე ელემენტი“ სტუმარი იყო.

კითხვაზე, არის თუ არა სწორი საქციელი, რომ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ბოსტნეული ჭამო იმ იმედით, რომ გახდები, ნინო პასუხობს:

„ბევრი ბოსტნეულის ჭამა სწორი საქციელი არაა. ბევრ ბოსტნეულს როცა შეჭამ, შეშუპტები. ბოსტნეული შეიცავს დიეტურ ბოჭკოს, რომელიც არ გადამუშავდება და რომელიც წარმოქმნის ბევრ გაზებს. მნიშვნელოვანია ჩვენი კუჭის მოქმედებისთვის, მაგრამ ბევრი იწვევს შებერილობას. მით უფრო თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ წონის შენარჩუნება, ან გახდომა გვინდა. ამ შემთხვევაში ცილა თამაშობს უდიდეს როლს. აბსოლუტურად ყველა ულუფაზე უნდა მივიღოთ ცილა. ვინც ხორცს არ ჭამს, პარკოსანი ცილები კვერცხი, რძის პროდუქტი უნდა მიიღოს“, – ამბობს  ნინო (ჩერი) ჩერქეზიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები