LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნებისმიერი კილოგრამების მქონე ადამიანი შეიძლება იყოს ლამაზიც, მიმზიდველიც და სექსუალურიც“ – ეკა დემეტრაძე

160
მეხუთე ელემენტი

ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე პოდკასტს „მეხუთე ელემენტი“ სტუმრობდნენ.

მსახიობებმა ბევრ თემაზე გულახდილად ისაუბრეს. ეკამ და ნანკამ აღნიშნეს, რომ ადამიანი ნებისმიერ წონაში შეიძლება თავს კარგად გრძნობდეს.

„ნებისმიერი კილოგრამების მქონე ადამიანი შეიძლება იყოს ლამაზიც, მიმზიდველიც და სექსუალურიც. დაზეპირებული და მარკეტინგული ჟურნალის ყდები, თინეიჯერი გოგოების ტვინზე ახდენს გავლენას. ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზა, „რა გამხდარი ხარ, რა კარგად გამოიყურები“, არ იცი, 12 და 13 წლის ბავშვზე, ან 35 წლის ქალზე, რა გავლენას მოახდენს“, – ამბობს ეკა დემეტრაძე.

ანი ტყებუჩავა:

„მგონია, რომ მსახიობი უნდა ფლობდეს საკუთარ სხეულს, სხვა თემაა, ვინ რომელ წონაში გრძნობს თავს კომფორტულად“

ნანკა კალატოზიშვილი:

„ვიცი მსახიობები, ვინც წონაში დაიკლეს და საერთოდ დაიკარგნენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები