მსახიობი ეკა დემეტრაძე „ინერთან“ პანიკური შეტევების შესახებ საუბრობს, რომლებიც უკვე დაძლია ფსიქოთერაპევტის დახმარებით:
„ძალიან კარგი ფსიქოთერაპევტი შეხვდა, დღემდე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ახლობელი ადამიანი. ახლა აღარ დავდივარ დიდი ხანია, მაგრამ ახლაც მაქვს სურვილი, დავურეკო, რამდენად ძვირფასია და როგორ მიყვარს… რამდენი წელი ვიცხოვრე ამ დაუსრულებელ ჯაჭვში, შიშში და სირცხვილის განცდაში. რომ დამეწყებოდა ხოლმე პანიკური შეტევა, ვმალავდი, არ ვიცოდი, რომ ეს ბევრს ჭირს და შეიძლება, აღარ დაგემართოს. თურმე, რა მარტივია… პანიკური შეტევა ძალიან ცოტა ხანს გრძელდება, მაგრამ ის მდგომარეობა, როცა იცი, რომ ეს გჭირს, ისე განსაზღვრავს შენს ცხოვრებას… ეს იყო პირველი აღმოჩენა, რამხელა ძალა აქვს ფსიქოთერაპიას.
ერთ-ერთი ეტაპი იყო დანაშულის შეგრძნება შვილის მიმართ. როცა ვიღაცას ეცოდები, რომ მარტო ზრდი შვილს, ამაზე ბრაზდები. განცდა გიჩნდება, რომ რაღაც საშინელება ჩაიდინე. ჩემს თავს ვკითხე, ეკა, შეგიძლია, როგორც შენი შვილი გიყვარს უპირობოდ, ეგრე შეიყვარო შენი თავი? და ძალიან ემოციური იყო რა.. მახსოვს, რომ ძალიან დიდხანს, ძალიან ბევრი ვიტირე, იმიტომ რომ მივხვდი, რომ არ მიყვარს ჩემი მე… ეხლაც ძალიან ძნელია. საერთოდ არ არის ცხოვრებაში იმის თამაში საჭირო, რომ ხარ ძლიერი, თავისუფალი და დამოუკიდებელი. მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, ყველა გავდივართ სხვადასხვა რაღაცებს, შეიძლება, სხვადასხვა ისტორია გვქონდეს მე და შენ, მაგრამ ერთნაირად გავდივართ…“
