LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაბი 9 თვის ბიჭი გახდა, ამ 9 თვეში იმდენი ტკივილი გამოიარა, 22 წლის ასაკში არსად რომ არ მინახავს და გამიგონია… კარგია რომ მე ამირჩიე დედად, მიყვარხარ გაბი…“ – პატარა გაბის დედა ემოციურ პოსტს ავრცელებს

327
თაკო ბარბაქაძე

პატარა გაბი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, 9 თვის გახდა.

„ჩვენი ყველა დილა ასე გამოიყურება, ნემსი გადასხმების გამო სჭირდება…“ – პატარა გაბრიელის დედა შვილის კადრებს გვიზიარებს

პატარა ბიჭუნას, რომელიც ამ დროისთვის მკურნალობის კურსს გერმანიაში გადის უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.

გაბრიელ ჩადუნელის დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას იმ პერიოდის შესახებ უზიარებს ინფორმაციას, რომელიც შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღემდე მან და მისმა ოჯახმა გამოიარა.

„დღეს გაბი 9 თვის ბიჭი გახდა… ამ 9 თვეში იმდენი ტკივილი გამოიარა 22 წლის ასაკში არსად რომ არ მინახავს და გამიგონია.. ახლა უკეთ ვართ, თუმცა კარგად ყოფნისას შორს… აღარ გვაწუხებს 5-ჯერ გაჭრილი მუცელი და სტომისგან დასისხლიანებული კანი, რადგან ახლა უკვე აღარ გვტკივა, მაგრამ ახლაც ვტირივართ, როცა საჭმელი არ გვყოფნის… ბოლო ლუკმაზე ორივე ერთად ვტრივართ, რადგან გაბისთვის საკმარისი არ არის. დილით 7ზე ვდგებით და ვამზადებთ გაბის ვენურ კვებას. ისეთი დაღლილი ვარ, ისეთი, არ მინდა წუწუნი მაგრამ სულ დაღლილი ვარ… ისეთი რთულია ისეთი რთულია, ღმერთო ნეტავ მალე ჩაივლიდეს… ყოველდღე სტრესულად ველოდები მომატებულ გრამებს, მაგრამ რატომღაც წონა ისევ გაიყინა. ამ 9 თვემ მასწავლა რას ნიშნავს მწარე და ტკბილი ცხოვრება ერთად… მასწავლა, რომ ადრე რაც მღლიდა ის საერთოდ არ იყო დამღლელი… ამ 9 თვემ მასწავლა სიყვარული და სიძლიერე… ბევრჯერ დაუწერიათ ბავშვს, შია ძალიან მაგრად წოვს.. ვიცი   გაბის სულ შია, რადგან ცოტას ჭამს და მე განა არ მემეტება? უბრალოდ არ შეიძლება მეტი, რომ მთელი სითხე არ დაკარგოს ორგანიზმიდან… გაბი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ნათელი წერტილია, თუმცა მსგავსი ტკივილის გადატანას არავის ვუსურვებ… რთულია გაბის დედობა მაგრამ არა შეუძლებელი.. კარგია რომ მე ამირჩიე დედად, მიყვარხარ გაბი…“ – წერს გაბრიელ ჩადუნელის დედა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები