თამუნა ამონაშვილი თავის ტყუპებზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და ამბობს, რომ შვილების გარეშე ყოფნა არ უყვარს:
„როცა ხალხში არიან, სულ ჩემთან უნდათ. კომუნიკაბელურები არიან, ძალიან უყვართ ხალხი, ყველგან ისე წყნარად არიან, რომ საათობით გადაღებებზე ვზივარ.
ორი კონცერტი ჩავატარეთ ბორჯომსა და ბოლნისში, ტყუპებიც თან მყავდა. დამხმარე ქალი არ გვყავს და როცა ასეთი სიტუაციაა, მეგობრები, ჩემი და და დისშვილი მეხმარებიან.
სანამ ცოტა არ რომ წამოიზრდებიან, სოლოკონცერტებს ვერ ვახერხებ. როგორც კი პატარები წამოიზრდებიან, სოლოკონცერტსაც ჩავატარებ“.
