გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმრები თამუნა ამონაშვილი და მისი მეუღლე რეზი არჩვაძე იყვნენ. წყვილი გადაცემას შვილებთან, იონასთან და მელანიასთან ერთად ესტუმრა.
თამუნამ და რეზიმ გადაცემაში მშობლობის შესახებ ემოციურად ისაუბრეს.
„ხშირად ვიხსენებთ, რომ შარშან ამ დროს არ ვიცოდით რა უნდა გვეკეთებინა, სიმარტოვეში. ბავშვებისგან მარტო. ოჯახში ყველაზე დიდი და აღმატებული საჩუქრები არიან ბავშვები. ამის გარეშე ხშირად მიფიქრია, რომ რას ვაკეთებდი? როგორ ვცხოვრობდი?“ – აღნიშნა თამუნა ამონაშვილმა.
„მსოფლიოში არ არსებობს, რამე მოინდომო, ძალიან, გულით მოინდომო და ვერ მიაღწიო, მთავარია გჯეროდეს შენი თავის და ბოლომდე მიაწვე,“ – ამბობს რეზი არჩვაძე.



