LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალების განულების ვებგევრდი ჩაირთო, თუმცა შეფერხებით მუშაობს

gv

ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისთვის ვადაგადაცილებული სესხის ჩამოწერასთან დაკავშირებული საიტი vali.ge 18:00 საათზე უნდა ამუშავებულიყო, თუმცა,  ტექნიკური შეფერხების გამო მომხმარებლებისთვის წვდომა თითქმის სამი საათის განმავლობაში შუძლებელი იყო.

მოგვიანებით, საიტი ჩაირთო, თუმცა ის შეფერხებით მუშაობს. საიტზე შესასვლელად რამდენიმე წუთია საჭირო.

ვებ გვერდზე საქართველოს მოქალაქეებმა პირადი ნომერი და დაბადების თარიღი უნდა მიუთითონ. ამ დროისთვის ბაზა მოიცავს „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკის“, „ლიბერთი ბანკის“, „სილქ როუდ ბანკის“, „ხალიკ ბანკი საქართველოს” და „იშბანკი საქართველოს“ სესხების შესახებ ინფორმაციას.

vali.ge — ზე მოქალაქეებს შეუძლიათ გადაამოწმონ ე.წ. ვალების განულების პროგრამაში მონაწილეობენ თუ არა.

ფონდი “ქართუ” აცხადებს, რომ მოქალაქეებს მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დაუბრკოლებლად შეეძლებათ აღნიშნული სერვისით სარგებლობა, ისინი უპრობლემოდ შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას და 15-დან 31 დეკემბრამდე 600 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს ვალები სრულად გაუნულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g