LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის პირველი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2579
მიხეილ ცაგარელი

გეომაგნიტური დღეა. გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, ხასიათის ცვალებადობა და წნევის მერყეობა. აუცილებლად გაზომეთ წნევა და საჭიროებისამებრ მიიღეთ შესაბამისი მედიკამენტები. დღე ტრავმული და ავარიულად საშიშია, ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე. ამასთან, დღის მთავარი მოთხოვნა აქტიური მოქმედებაა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოერიდეთ ნეგატიური ემოციების გამოვლენას.

დღის რეკომენდაციები: სასიკეთოა დასუფთავება, პასუხისმგებლობის აღება, უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება, ქორწინება, მეგობრობა, კულტურულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა, ვაჭრობა, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ავეჯისა და შინაური ცხოველების შეძენა. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, მშენებლობისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. არ არის რეკომენდებული სარისკო ქედმაღლური ქმედებები, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, ხორცის მიღება, ხალებისა და პაპილომების მოცილება, ცივი გაზიანი სასმელები, სახსრების მკვეთრი მოძრაობები და ყურის გახვრეტა. აკონტროლეთ ბიუჯეტი და საფულე.

ჯანმრთელობა: ეფექტურია სახის, კანისა და თმის კვება/მოვლა. სუსტდება მხედველობა, ცხვირის არე, ყურები, ენდოკრინული სისტემა (მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი) და სწორი ნაწლავი. გადაღლამ და ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა გამოიწვიოს უძილობა და შინაგანი სუსტად ყოფნა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. ყურადღება მიაქციეთ დღევანდელ სიზმრებს, ისინი მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავენ.

დღის მინერალები და ფერები: სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და შანსების მოსაზიდად გამოიყენეთ აგატი, მალაქიტი, ონიქსი, მარჯანი და ზურმუხტი. ტანსაცმელში ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, ბეჟი და ტერაკოტისფერი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები: დღე კარგია ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ვერძისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები