გერმანიაში მცხოვრები ფსიქოლოგი, ლიკა ზონდლერი „ტიკ-ტოკზე“ გამომწერებს უზიარებს 5 მნიშვნელოვან ინფორმაციას მამაკაცების შესახებ:
„5 რამ ბიჭებზე, რაც კარგი იქნება, რომ ვიცოდეთ გოგონებმა.
1 – კაცს უყვარდება ნებაყოფლობით და არა ძალდატანებით. რაც უფრო მეტად მეცადინეობს ქალი, რომ კაცს მოაწონოს თავი, შეაყვაროს, მით უფრო ნაკლები ინტერესი აქვს ამ კონკრეტულ კაცს. გვახსოვდეს ერთი რამ, სიყვარული მოდის თავისთავად და ბუნებრივად. ყოველგვარი ძალდატანების და ხვეწნა-მუდარის გარეშე. ან უყვარხარ ადამიანს, მოსწონხარ და აქვს შენ მიმართ ინტერესი, ან – არა. რაც უფრო მეტად ვცდილობთ, რომ კაცს შევაყვაროთ თავი, მით უფრო მალე დავკარგავთ ინტერესს ამ კონკრეტული კაცისგან. რა გააკეთო? იყავი შენთვის თავისუფლად. ვისაც უნდა, შეუყვარდები და მოეწონები. შენ ხომ არ გჭირდება დაძალებული სიყვარული?
2. ნუ ელოდები კაცისგან ემოციებს იმ დოზით, როგორი დოზითაც ნანახი გაქვს ფილმებში და ზღაპრებში. ნებისმიერ კულტურასა და ერში კაცისთვის სირცხვილია ემოციების გამოხატვა იმ დოზით, როგორც ამას ქალები ვაკეთებთ. ეს არ არის მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა.
3. როდესაც კაცს უნდა კონკრეტული ქალი, ის აკეთებს ყველაფერს, ყველაფერს, ყველაფერს.
4. როდესაც კაცს აქვს პრობლემა, მისთვის განტვირთვის საშუალება არ არის ლაპარაკი ამ პრობლემაზე. როცა მას აქვს პრობლემა, არ აქვს მნიშვნელობა, სამსახურში, ფინანსური თუ პირადი, ის იკეტება, რადგან მისთვის ჩაკეტვა არის განტვირთვის საშუალება. ქალთან სხვანაირად ხდება – როდესაც ჩვენ, ქალებს გვაქვს პრობლემა, ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ და ვხდებით უკეთ. როდესაც კაცი გესაუბრება და ხედავ, რომ მას აქვს პრობლემა, დატოვე ნახევარი, ერთი საათი და მერე ის მოვა თვითონ. თუ დასჭირდება შენი დახმარება, აუცილებლად გეტყვის.
5. ემოციურად მომწიფებულ, გაზრდილ კაცს, სურს, მის გვერდით იყოს ქალი, თავისი საქმით და ინტერესებით და არა ქალი, რომელიც 24 საათი მასზეა „ჩამოკიდებული“.
