LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ზიანდება, როდესაც ბავშვს სძინავს 9 საათზე ნაკლები? – გერმანიაში მცხოვრები ფსიქოლოგის, ლიკა ზონდლერის ვიდეომიმართვა

464
ლიკა ზონდლერი

რა ზიანდება როდესაც ბავშვს სძინავს 9 საათზე ნაკლები?

გერმანიაში მცხოვრები ფსიქოლოგი, ლიკა ზონდლერი ვიდეომიმართვაში აქტუალურ თემაზე საუბრობს და მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს:

„თავის ტვინის სკანირების დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბავშვებს, რომლებსაც სძინავთ 9 საათზე ნაკლები, მათ თავის ტვინში აღენიშნებათ ნაკლები ნაცრისფერი ნივთიერება. იმ უბნებზეა საუბარი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყურადღებაზე, იმპულსების კონტროლზე და მეხსიერებაზე.

ნაცრისფერი ნივთიერება თავის ტვინში ის დიდი უბანია, რომლის საშუალებითაც ჩვენი სხეული გადაწყვეტილებას იღებს, ეს უმნიშვნელოვანესი რამ არის“, – ამბობს ლიკა ზონდლერი.

@likazondler რა ზიანდება , როდესაც ბავშვი გვიან მიდის დასაძინებლად. წყარო: American Academy of sleep Medicine.#თქვენიფსიქოლოგილიკაცონდლერი #ბავშვისგანვითარება #ფსიქოთერაპია #ბავშვი #ფსიქოლოგია #კოგნიტურიუნარები #kognitiveverhaltenstherapie #კოგნიტურიქცევისთერაპია ♬ Originalton – Psychologie to go
magti 5g