ბიზნესკონსულტანტი დავით გოგიჩაიშვილი „საქართველოს საბანკო ასოციაციასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ აუცილებელია, ადამიანმა რამდენიმე წელიწადში ერთხელ საქმიანობის სფერო შეიცვალოს:
„მგონია, რომ ადამიანის განვითარებისთვის აუცილებელიც კია სფეროს შეცვლა. ერთი სტატისტიკით ყოველ 7 წელიწადში ერთხელ, მეორე თეორიით – ყოველ 14 წელიწადში ერთხელ, საერთოდ სხვა სფეროში გადახტომა, რომლის მიმართ გაქვს მიზიდულობა, ინტერესი, მოტივაცია, მაგრამ არ იცის. ფლოუ თეორია და ყველა თეორია გვეტყვის, რომ მოტივირებული ხარ მაშინ, როდესაც შესწავლის პროცესში ხარ. როცა ყველა ჭანჭიკი იცი, იმდენად ანთებული ვეღარ ხარ…“
