ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა და ღობეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ადგილზე გარდაიცვალნენ.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო მოძრაობის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
