ბათუმში, ზღვაში მაშველებმა შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ზღვაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
