LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა: „შსს-ს თანამშრომლებისგან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო“

117
პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, შედეგები კი საზოგადოებას ეცნობება.

„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, 1 სექტემბრის ღამით, რა დროსაც ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს, მისმა ადვოკატმა ია სირანაშვილმა განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ჩხრეკის ოპერაციის დროს ბინიდან გამოაგდეს და წიხლები ურტყეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციულად, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები