LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ნამდვილად მკაცრი დიეტაა და ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო… ბევრი ამბობს, რომ სასიკვდილო დიეტაა… დიდად არ ვგიჟდები ჭამაზე, მაგრამ მეც კი გამიჭირდა…“ – რას ამბობს ნინი კენჭიაშვილი სწორ კვებაზე, რომლითაც 22 კილო დაიკლო

12779
page

„დუეტ ლეონის“ წევრი, ნინი კენჭიაშვილი ახლახან მეორედ გახდა დედა. მას და მის მეუღლეს, ლევან წვერავას მეორე ვაჟი, იესე შეეძინათ. ნინიმ ორ თვეში გერმანელი ენდოკრინოლოგის დიეტით 22 კილოგრამი დაიკლო და საოცარ ფორმაში ჩადგა. საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მან დიეტა სოციალურ ქსელში გააზიარა.

„დავიკელი -22 კილო. 15 დღეში -6.. მინდა, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს, ბევრს მწერთ, დიეტასთან დაკავშირებით და გიზიარებთ, პირობა პირობაა“ – ნინი კენჭიაშვილი ჯანსაღი კვების რაციონს გვიზიარებს

ნინი კენჭიაშვილი:

ეს ნამდვილად არის მკაცრი დიეტა, რომელსაც ჯერ კიდევ მაშინ ვიცავდი, როდესაც ნოეზე რომ მოვიმატე 30 კილო, სწორედ ამ დიეტით დავიკელი პირველი ვაჟის შეძენის შემდეგ.


ეს დიეტა როგორ მოიძიე?

გერმანელმა ენდოკრინოლოგმა დამინიშნა, რომელთანაც მეგობარმა ინტერნეტით დამაკავშირა. როცა ნოე შემეძინა, სულ ვწუწუნებდი წონაზე, როგორ ვუშველო ჩემს თავს-მეთქი. ჩემი დაც კი მეუბნებოდა, არ მეგონა, თუ ასე დაიკლებდიო, რადგან ყველას ეგონა, რომ დავორსულდებოდი, მარტო მუცელი მექნებოდა, მაგრამ 30 კილო მოვიმატე… ხომ იცით, ორგანიზმის სტიმულაციაც უწყობს ამას ხელს… ნოე რომ გავაჩინე, პატარა მყავდა, საკეისრო მქონდა გაკეთებული და ვარჯიშის დაწყება არ შეიძლებოდა. ჩემმა მეგობარმა მირჩია გერმანელი ენდოკრინოლოგი. ჩავეწერე კონსულტაციაზე და მან დამინიშნა ეს დიეტა, ჯანსაღი კვება. ხალხი ქუჩაში რომ მხვდებოდა, შოკში იყვნენ, ისე მალე დავიკელი, ნოეს შემდეგ. ნამდვილი ფურორი იყო… ნოეს დროს 30 კილოგრამის მომატება ჩემთვის ნამდვილად კატასტროფა იყო, რადგან პირველ ორსულობამდე 55 კილო ვიყავი… იესეს გაჩენის შემდეგ ისევ ამ დიეტას მივმართე და 22 კილოგრამი დავიკელი.

დიეტა რომ გამოაქვეყნე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში…

ბევრი აღნიშნავს, რომ სასიკვდილო დიეტაა, მაგრამ ეს არის სწორი კვება, ცელულიტს, ჯანმრთელობას მწყობრში აყენებს. ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. გამოცდილება რომ არ მქონოდა, ხალხსაც არ გავუზიარებდი. ნამდვილად სჭირდება გამძლეობა, ფსიქოლოგიურად და ყველანაირად. ადამიანისთვის, რომელსაც ჭამა უყვარს, სწორი კვების დაცვა ძალიან რთულია. მე დიდად არ ვგიჟდები ჭამაზე, მაგრამ მეც კი გამიჭირდა ამ დიეტის დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ ამტანი და ძლიერი ვარ.


როცა დღეების რაოდენობის მიხედვით სრულდება სწორი კვება, ისევ თავიდან იწყებ ხოლმე და იმეორებ?

გეტყვით, როგორ ვაბალანსებ. ვარ სწორ კვებაზე, მაგრამ ხანდახან მეც ვარღვევ. პურველი ორი თვე არ დამირღვევია, მიყოლებით გავაკეთე, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ვარღვევ. ხუთი კილო მინდა კიდევ დავიკლო, რადგან ბოლომდე ჩემთვის სასურველ ფორმაში არ ვარ. ორშაბათის კვებას მაგალითად, ვამატებ ხილს, ან მოხარშულ ხორცს. ნელ-ნელა ვაბალანსებ, ექიმის მიერ ისედაც დანიშნული მაქვს ვიტამინები და ვსვამ, მაგრამ ვცდილობ, კვებითაც მივიღო რაღაცები.

ცოტა ხანს ვისვენებ ხოლმე, ორი-სამი დღე და მერე თავიდან ვიწყებ. თავიდან, 84 კილოდან რომ დავიწყე, მეტი კლება მქონდა, მერე, როგორც ყველას, ცოტა ხანს ადგილზე გაიყინა წონა, ასეთ დროს უმჯობესია, კვერცხით ან თევზით დაარღვიო. იესე რომ მოვნათლეთ, ნათლობაზე დიეტა დავარღვიე, მერე ისევ გადავაგრძელე. ყველამ თავისი ფსიქოლოგიური და მენტალური მდგომარეობა უფრო კარგად იცის. თავი რომ არ დამენებებინა სწორი კვებისთვის, ასე ვარჩიე, თუმცა დასვენება დიდხნიანი არ არის ხოლმე.


სწორი კვების ფონზე, რას არ შეჭამ არასდროს?

ყველაფერს ვჭამ საერთოდ. არ მაქვს შეზღუდვები, მათ შორის არც ფასთ ფუდზე. ამ სწორ კვებას კარგი ის აქვს კიდევ კარგი, რომ ასე დაკლებულ წონას ადვილად ინარჩუნებ. ნოეს მერე ორი-სამ კილოს სულ ვიმატებდი, სხვადასხვა დიეტა, საშუალება ვცადე, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ჩემთვის ეს დიეტა არის ყველაზე კარგი. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. არავის ვეუბნები, რომ ეს დიეტა აუცილებლად უნდა დაიცვას.

ლევანს როგორ მოსწონს შედეგი?

ლევანმა იცის ჩემი გამძლეობის ამბავი (იღიმის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები