LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „იმდენი რამე ვიცი, ვერ ვიტყვი… გურიკა დადიანიძე ცოცხალია, ძალიან კარგად არის“ – რას ჰყვება გურამ დადიანიძის საქმის მოწმის მამა

30182
გურამი (1)

გა­და­ცე­მა „შენი ამ­ბა­ვი“ 12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის საქ­მის მოწ­მის, თაზო ხუ­როშ­ვი­ლის მა­მის და თი­ნი­კო არ­ხო­შაშ­ვი­ლის ბი­ძის საუბარს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ნო­დარ ხუ­როშ­ვი­ლის თქმით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია რომ გუ­რი­კა და­დი­ა­ნი­ძე იმ ღა­მით გან­გებ გა­ი­პა­რა. მისი აზ­რით, ის რუ­სეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა, ცო­ცხა­ლია და მალე გა­მოჩ­ნდე­ბა.

 „სრუ­ლად გთა­ვა­ზობთ ერთ-ერთი TikTok ლა­ი­ვის სა­ჯა­რო “სტრიმ­ზე” გა­კე­თე­ბულ ჩა­ნა­წერს.

ჩა­ნა­წერ­ში სა­უბ­რობს ნო­დარ ხუ­როშ­ვი­ლი – 12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის საქ­მის მოწ­მის, თაზო ხუ­როშ­ვი­ლის მამა და თი­ნი­კო არ­ხო­შაშ­ვი­ლის ბიძა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს საქ­მის სხვა მოწ­მე­ებ­თა­ნაც!

ეს არ არის უბ­რა­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რი… ჩა­ნა­წერ­ში არა­ერ­თი კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ახა­ლი ვერ­სია ჟღერ­დე­ბა, რო­მე­ლიც, ჩვე­ნი აზ­რით, გა­მო­ძი­ე­ბის მხრი­დან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი!

გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნო­დარ ხუ­როშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, რომ გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე შე­საძ­ლოა ცო­ცხა­ლი იყოს, რუ­სეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­დეს და ის იქ ასა­კი­ან­მა ქალ­მა გა­იყ­ვა­ნა. უფრო მე­ტიც, ჩა­ნა­წერ­ში გა­მოთ­ქვა­მენ ვა­რა­უდს, რომ შე­საძ­ლოა, გუ­რა­მი ამ­ჟა­მად რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს!

ეს არის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა და­დას­ტუ­რე­ბა ან უარ­ყო­ფა მხო­ლოდ შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს შე­უძ­ლი­ათ! სწო­რედ ამი­ტომ, მო­ვი­თხოვთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ­სია სა­თა­ნა­დოდ იყოს შეს­წავ­ლი­ლი და არ დარ­ჩეს მხო­ლოდ TikTok-ის ლა­ივ­ში გაჟ­ღე­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ად!

ჩა­ნა­წერ­ში ნო­დარ ხუ­როშ­ვი­ლი სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლებ­ზეც სა­უბ­რობს და აკონ­კრე­ტებს ჩვენ­თვის უკვე ცნო­ბილ ფაქ­ტებ­სა და პი­რებს…

მა­გა­ლი­თად, ამ­ბობს, რომ გუ­რა­მი 9 წლი­დან მა­მი­დას­თან იზ­რდე­ბო­და, მა­შინ როცა ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­რა­მი მა­მი­დას­თან მხო­ლოდ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და ; 13-14 წლის ასაკ­ში და სკო­ლა­შიც ეს წლე­ბი ის­წავ­ლა თბი­ლის­ში!

კი­თხვებს აჩენს მისი სა­უ­ბა­რი გუ­რა­მის დე­და­ზეც, ასე­ვე კახა გე­ლაშ­ვილ­თან მის ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ხუ­როშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ კა­ხას საწ­ვა­ვით დახ­მა­რე­ბაც შეს­თა­ვა­ზა, რო­დე­საც აქ­ტი­უ­რად და­დი­ოდ­ნენ მლე­თა­ში გუ­რა­მის მო­სა­ძებ­ნად, რად­გან, მისი თქმით, იმ პე­რი­ოდ­ში კა­ხას ამის ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ჰქონ­და!

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბაა ის, რომ მოწ­მე­ე­ბი სა­ჯა­როდ არ სა­უბ­რო­ბენ, რად­გან, მისი თქმით, გა­მო­ძი­ე­ბამ მათ კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა სთხო­ვა.

ამას­თან, ჩვენ გვი­ნა­ხავს სა­ჯა­რო ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი მოწ­მე ანო გე­ლაშ­ვი­ლის­გან და ასე­ვე TikTok-ის ლა­ივ­ში – გუ­რა­მის მა­მი­დის გან­ცხა­დე­ბე­ბი….

რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი და ჩა­ნა­წერ­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი სხვა დე­ტა­ლე­ბი – ამას გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მოქ­მე­დე­ბე­ბი უნდა მოჰ­ყვეს!

არ სა­ჭი­რო­ებს დრო­უ­ლად გა­მოკ­ვლე­ვას ნო­დარ ხუ­როშ­ვი­ლის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია? ,არ არის და­სა­კი­თხი თა­ვად ნო­დარ ხუ­როშ­ვი­ლი და მის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა პირი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, არ სა­ჭი­რო­ებს მისი თი­თო­ე­უ­ლი ვერ­სია სა­თა­ნა­დო გა­და­მოწ­მე­ბას?…..

თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი მცდა­რია – სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა ეც­ნო­ბოს, რომ ის არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს!

თუ მას­ში სი­მარ­თლის რა­ი­მე ნა­წი­ლი მა­ინც და­დას­ტურ­დე­ბა – ამას შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი უნდა მოჰ­ყვეს!

ჩვენ გვინ­და პა­სუ­ხე­ბი და არა ვერ­სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში დარ­ჩე­ბა!

ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ებს სა­ჯა­როდ, TikTok-ის სტრი­მებ­ში აფიქ­სი­რე­ბენ, იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩვენს მა­ყუ­რე­ბელ­საც გა­ვუ­ზი­ა­როთ ამ ფორ­მით!

ვე­ლო­დე­ბით შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის დრო­ულ რე­ა­გი­რე­ბას და, რაც მთა­ვა­რია, კონ­კრე­ტულ პა­სუ­ხებს!

თხოვ­ნაა, კო­მენ­ტა­რებ­ში მო­ნიშ­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია შე­სა­ბა­მის უწყე­ბე­ბამ­დე მი­ვი­დეს და დრო­უ­ლად მოხ­დეს მისი გა­და­მოწ­მე­ბა,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­და­ცე­მის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • კო­მენ­ტა­რებ­ში სო­ფიო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნულ ინ­ტერ­ვი­უს ეხ­მი­ა­ნე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ ხუ­როშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

“მო­გე­სალ­მე­ბით! მე ვარ სო­ფიო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი ად­ვო­კა­ტი ამ საქ­მე­ში ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძეს­თან ერ­თად. ტყუ­ი­ლია აქ რა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც ჟღერ­დე­ბა და ცდი­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას, თუმ­ცა არ გა­მო­უ­ვათ. ჩვენ მო­ვი­თხო­ვეთ უკვე ამ ადა­მი­ა­ნის გა­მო­კი­თხვა და მის­ცეს იგი­ვე ჩვე­ნე­ბა, რა­საც აქ აჟ­ღე­რებს. სწო­რედ ამი­ტომ, მო­ვი­თხო­ვეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბის შე­მოწ­მე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის მხრი­დან ყვე­ლა­ფე­რი გა­და­მოწ­მდე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად.

  1. ვი­თომ ბავ­შვებს გა­უთ­ქმე­ლო­ბა­ზე აქვთ ხელი მო­წე­რი­ლი და არა­ფერ­ზე სა­უ­ბა­რი არ შე­უძ­ლი­ა­თო რომ ამ­ბობს სიც­რუ­ეა, არა­ვის არა­ფერ­ზე ხელი არ აქვს მო­წე­რი­ლი, პი­რი­ქით ჩვენ მო­ვი­თხოვთ, რომ ილა­პა­რა­კონ სი­მარ­თლე და მათ ეს შე­ზღუდ­ვა არ აქვთ არა­ნა­ი­რად.
  2. გა­მო­ძი­ე­ბა არ არის და­ხუ­რუ­ლი, ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა არ არის და­ხუ­რუ­ლი და გა­მო­ძი­ე­ბას ბავ­შვე­ბის­თვის სა­უ­ბა­რი არ აუკ­რძა­ლავს და ნუ ავ­რცე­ლებთ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ებს. ვე­ლო­დე­ბით რათა მოხ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე.

აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ამ სა­კი­თხებ­ზე და პე­რი­ო­დუ­ლად მი­ვაწ­ვდით სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ას,“ – წერს მა­რი­ამ ქავ­თა­რა­ძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები