LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუჩის სახლი

107
house-of-gucci-1-c76799c7e4cd42669cd3c77ca753f455

რიდლი სკოტმა 2021 წელს მოდის მოყვარულებისთვის გადაიღო ფილმი სახელწოდებით   “გუჩის სახლი” სადაც მონაწილეობას იღებს ალ პაჩინო, სელმა ჰაიეკი, ჯარედ ლეტო და ასევე ლედი გაგაც

საუნდტრეკთა კრებული ამავე წლის 10 დეკემბერს გამოსცა Decca Records მა, რომელშიც ერთიანდება 1970 იანი და 1980 იანი წლების ჰიტები. იმ პერიოდის განსაკუთრებული ნამუშევრები რომლებსაც ასრულებდნენ ჯორჯ მაიკლი, დონა სამერი, დევიდ ბოუი, კატერინა კასელი, დევიდ სტუარტი და სხვა.. რომელთა ზოგიერთიი ნაწილი ფილმში, ახლებურად გაჟღერდა. 

ჟანრობრივად კი ალბომი აერთიანებს კლასიკურ, პოპ და როკ ჟღერადობას. კრებულში ასევე შესულია ფილმის ორიგინალური მუსიკა,  რომლის პარტიტურაც ჰარი გრეგსონ უილიამსმა შექმნა.

United Artists Releasing-მა 2021 წელს, ფილმის პირველი თრეილერი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გაუშვა. სტიმინგ პლათფორმებზე კი 2022 წელს გამოჩნდა,სადაც 407 მილიონი მაყურებელი მოაგროვა სხვადასხვა წინასწარი პიარ კამპანიის ხარჯზე

მარკეტინგული ტაქტიკა ასევე მოიცავდა რადიო,სატელევიზიო რეკლამებს, სტრიმებისა და პოდკასტების გამოყენებას ახალგაზრდა აუდიტორიის მოსაზიდად, ხოლო United Artists Releasing მა ჯამში სატელევიზიო რეკლამებისთვის 12 მილიონი ლარი დახარჯა.

ფილმმა მიიღო არაერთგვაროვანი შეფასებები კრიტიკოსებისგან რომლებიც აფასებდნენ და აკრიტიკებდნენ მსახიობთა შესრულებას. თუმცა ამის მიუხედავად ლეიდი  გაგა და ჯარეტ ლეტო ნომინირებულნი იყვნენ Screen Actors Guild Award-ზე, Critics’ Choice Award-ზე და Satellite Award-ზე.

ფილმმა მოიპოვა ნომინაცია ოსკარის 94-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო მაკიაჟისა და ვარცხნილობისთვის. საბოლოოდ კი ფილმმა გამოიმუშავა 153 მილიონ დოლარზე მეტი 75 მილიონი დოლარის საპირწონედ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები