ინფლუენსერი ანასტასია რუსია საზოგადოებას გულახდილ ვიდეოს უზიარებს, სადაც თავისი სისუსტის შესახებ გვიყვება.
ანასტასიას თქმით, მას ემოციების გარეშე არ შეუძლია უყუროს ბებიების და ბაბუების ვიდეოებს.
„მინდა ვაღიარო და მოგიყვეთ ჩემი სისუსტის შესახებ. არ შემიძლია ცრემლების გარეშე ვუყურო ბებიების და ბაბუების კადრებს. რაც სახლში მოვედი მას შემდეგ იმდენჯერ ვიტირე ვერ დავითვალე. „ტიკ-ტოკზე“ სულ ბებიების და ბაბუების ვიდეოები მხვდება“, – ამბობს ანასტასია რუსია.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ანასტასია რუსიამ და სანდრო ჩიჩუამ სოციალურ ქსელში გამომწერებს ერთად გადაღებული რომანტიკული კადრები გაუზიარეს. ცნობილი გახდა, რომ წყვილი შეყვარებულია.
ფოტო: „როგორი ლამაზი და მოხდენილი ხარ“ – სანდრო ჩიჩუას რჩეული შესანიშნავად გამოიყურება
