მომღერალმა დოდონა ნამორაძემ საკუთარ პრინციპებზე, ღირებულებებსა და კარიერულ არჩევანზე ისაუბრა.
მომღერალმა გაიხსენა შემთხვევები, როდესაც გარკვეულ კონკურსებში მონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან მისგან მისთვის მიუღებელ რამეებს ითხოვდნენ:
„…შენი ცხოვრება შენ უნდა აგებდე, შენს პრინციპებს, ღირებულებებს. იყო კონკურსები, სადაც იმის გამო არ გავედი, რომ ცოტა ვულგარულად ჩაცმას მთხოვდნენ, სხვანაირ რეპერტუარს მთხოვდნენ.
მაშინ ვნერვიულობდი, რომ კარიერას ვინგრევ-მეთქი, აი იქ რომ არ გავდივარ, მაგრამ დღეს ვარ უბედნიერესი, რომ მშვიდად მძინავს და ბედნიერი ვიღვიძებ.“ – თქვა დოდონა ნამორაძემ.
