პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციისთვის ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებს 2 დღე დარჩათ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი საშემოდგომო მიღების ფარგლებში 389 სტუდენტს მიიღებს 12 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:
- Front-end დეველოპმენტი – თბილისი/ქუთაისი
- საბიბლიოთეკო საქმე – ქუთაისი
- სკოლამდელი აღზრდა – თბილისი/ქუთაისი
- ღონისძიების ორგანიზება – თბილისი/ქუთაისი
- საფინანსო სერვისები – თბილისი/ქუთაისი
- ადმინისტრაციული სერვისების მენეჯმენტი –
- თბილისი/ქუთაისი
- საწყობის ოპერირება – ქუთაისი
- ტვირთების ექსპედირება – ქუთაისი
- ბუღალტრული აღრიცხვა – ქუთაისი
ახალი პროფესიის შესწავლის მსურველებმა 9 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ ონლაინ პორტალზე https://vet.ge/ . აპლიკანტების ასაკი შეუზღუდავია.
თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. თსუ-ში მოქმედი ყველა პროფესიული პროგრამა სახელმწიფოს მიერ 100 %-ით ფინანსდება.
