LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედაჩემი მიწაზე მყარად იდგა და ასეთ ქალებზე იცინოდა“ – რატომ არის ბაია დვალიშვილი „ბაიასნაირი“

441
ბაია დვალიშვილი

უბრალოება, სისადავე, სიკეთე – ეს მსახიობ ბაია დვალიშვილის დამახასიათებელი თვისებებია. ბაია „შეხვედრები ეკა ხოფერიასთან“ იყო სტუმრად.

კითხვაზე, როგორ არის ბაია „ბაიასნაირი“, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი არის სინთეზი ხელოვანების, „ვაკის სვეტობის“, ცხოვრობს ვაკის პარკის წინ..

„გაქვთ ლამაზი გარეგნობა (მიუხედავად იმისა, რომ თავად არ აღიარებთ) და ყველა მოცემულობა იყო იმის, რომ თქვენ უკარება ყოფილიყავით, კითხულობს ეკა ხოფერია, რაზეც ბაია დვალიშვილი პასუხობს:

„ასეთი არ ვარ, არც მეგობრები მყოლია ასეთი და არც ნათესავი. დედაჩემი მიწაზე მყარად იდგა და ასეთ ქალებზე იცინოდა ხოლმე. მართლა ძალიან ნიჭიერი ხალხი იკრიბებოდა. ჩვენ სახლში ბევრი იყო ტრაგიკული, შეუმდგარი ცხოვრებით, თავიანთი დარდებით… რომელ ბოჰემაზეა საუბარი.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები