ბრედ პიტი შეყვარებულთან, ინეს დე რამონთან ერთად პარიზში შენიშნეს. წყვილი ორშაბათ საღამოს მუსიკოსის, ჯეიმს ბლეიკის კონცერტს დაესწრო და ყურადღება თავისი გამორჩეული სტილითაც მიიპყრო.
62 წლის მსახიობს ფირუზისფერი პიჯაკი და ჟოლოსფერი შარვალი ეცვა, რითაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თამამი მოდური გადაწყვეტილებების არ ეშინია. რაც შეეხება ინესს, მას ტყავის შარვალი და ფუმფულა ჟაკეტი ეცვა.
წყვილის გამოჩენამ პაპარაცების ყურადღება მიიპყრო, მათი ერთობლივი ფოტოები კი გამოცემა Just Jared-მა გაავრცელა.
ფოტო/ვიდეო: აქ რა ვითარებაა?! – ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის ვნებები წითელ ხალიჩაზე
„პლანეტის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი“ – 62 წლის ბრედ პიტი და ინეს დე რამონი ახალი ფილმის პრემიერაზე