LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სარეცხს კრეფდა და სავარაუდოდ ფეხი დაუცდა“ – როგორია 12 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მესამე სართულიდან გადმოვარდა

731
შსს, სასწრაფო

12 წლის გოგონა, რომელიც რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან გადმოვარდა, ფეხის მოტეხილობა აღენიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით გოგონა სარეცხს კრეფდა, რა დროსაც სავარაუდოდ ფეხი დაუცდა და მესამე სართულიდან გადმოვარდა.

გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები