LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეგრელოში, კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა 

236
პოლიცია

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში შეიარაღებული პირი ოჯახს თავს დაესხა.

როგორც ადგილობრივი მედია ODISHI TV იუწყება, დაჭრილი ჟურნალისტებს თავად დაუკავშირდა. მისი თქმით, შეიარაღებული პირი სადილობისას მას და მამამისს თავს დაესხა.

„ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა, როცა მე ვეცი, თოფის წართმევა მოვახერხე და გადავუგდე, დანა ამოიღო და დამარტყა, მერე კი გაიქცა. ახლა დაჭრილი ვარ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან გირეკავთ…“, – ამბობს ის ადგილობრივ მედიასთან.

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები