LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

985
საპატრიარქო

25 ოქტომბერს პატრიარქი, შიო III წირვას აღავლენს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, წირვა 10:00 საათზე დაიწყება:

„ამა წლის 25 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებულ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.
წირვა 10:00 საათზე დაიწყება. ღვთისმსახურების შემდეგ უწმინდესი და უნეტარესი შიო III აღასრულებს საყოველთაო ნათლობას. ნათლობის მსურველები ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში უნდა მობრძანდნენ 12:00 საათზე. 16:00 საათზე მისი უწმინდესობა დალოცავს ახლად ნათელღებულებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები