LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეტავ მცოდნოდა, რომ ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო“ – პრინცი ჰარი დედასთან, პრინცესა დიანასთან უკანასკნელ ზარს სინანულით იხსენებს

232
page

პრინცი ჰარი დედასთან, პრინცესა დიანასთან, ბოლო სატელეფონო საუბრის გამო დღემდე სინანულს განიცდის. სასექსის ჰერცოგმა ამის შესახებ GQ-თან გულწრფელ ინტერვიუში ისაუბრა.

ინტერვიუს დასაწყისში მან აღიარა, რომ პრინცესა დიანაზე თითქმის ყოველდღე ფიქრობს და ზოგჯერ წარმოიდგენს კიდეც, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, დედა რომ ცოცხალი ყოფილიყო.

„ეს სულ რამდენიმე წამით ხდება. უბრალოდ ვფიქრობ, ღმერთო, როგორ მენატრები. საინტერესოა, როგორი იქნებოდა სამყარო, შენ რომ აქ იყო. საინტერესოა, როგორი იქნებოდა ჩემი ოჯახი“, – აღნიშნა ჰარიმ.

დედასთან დაკავშირებული მოგონებების გახსენებისას პრინცმა ჰარიმ განსაკუთრებული ყურადღება მათ ბოლო სატელეფონო საუბარს დაუთმო.

იმ დღეს ჰარი და მისი უფროსი ძმა, პრინცი უილიამი, შოტლანდიაში, სამეფო ოჯახის რეზიდენციაში იმყოფებოდნენ. როგორც ძმებმა 2017 წელს დოკუმენტურ ფილმში Diana, Our Mother: Her Life and Legacy გაიხსენეს, დედასთან საუბარი ხანმოკლე აღმოჩნდა. ბიჭებს ბიძაშვილებთან და დეიდაშვილებთან თამაში სურდათ და საუბრის დასრულებას ჩქარობდნენ. იმ დროს ჰარი 12 წლის იყო, უილიამი კი 15 წილს.

„ეს რომ მცოდნოდა, რომ ჩვენი ბოლო საუბარი იქნებოდა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ამასთან ერთად ცხოვრება მიწევს. მაშინ ხომ მხოლოდ 12 წლის ბიჭი ვიყავი, რომელსაც რაც შეიძლება მალე უნდოდა გაქცევა და ბიძაშვილებთან თამაში“, – გულწრფელად აღიარა ახლა უკვე 42 წლის სასექსის ჰერცოგმა.

ჰარის თქმით, წლების განმავლობაში საკუთარ ემოციებს თრგუნავდა და მწუხარებასთან გამკლავება უჭირდა. საბოლოოდ, ფსიქოთერაპია დაეხმარა, საკუთარ განცდებს გამკლავებოდა და დანაკარგით გამოწვეული ტკივილი გაეაზრებინა.

ახლა პრინცი იმედოვნებს, რომ საკუთარ გამოცდილებაზე ღიად საუბარი სხვა ადამიანებსაც დაეხმარება, განსაკუთრებით მათ, ვინც საყვარელი ადამიანის დაკარგვას განიცდის.

სკანდალური ჩანაწერები, რომლებმაც შესაძლოა სამეფო ოჯახის საიდუმლოებები გამოააშკარაოს – პრინცესა დაიანას ხუთსაათიანი, აქამდე გაუჟღერებელი, აღსარებები ჩარლზის შესახებ ახალ კითხვებს აჩენს

დონალდ ტრამპმა პრინცესა დაიანას ხელი სთხოვა? – დაიანას ძმა შოკისმომგვრელ ისტორიას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები