53 წლის მსახიობი, კეიტ ბეკინსეილი ბულინგის ფონზე კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. კეიტი პაპარაცებმა ბევერლი-ჰილზში, საოფისე შენობიდან გამოსვლისას გადაიღეს. ფოტოებს usa.backgrid ავრცელებს.
ბეკინსეილს თეთრი ტოპი, დახეული ჯინსები, ბეწვის ჟილეტი და ძალიან მაღალპლატფორმიანი ჩექმები ეცვა. მის „ლუქს“ თმაში გაკეთებული ბაფთა ასრულებდა.
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში მას რეგულარულად აკრიტიკებდნენ მკვეთრად შეცვლილი გარეგნობის გამო და ანორექსიასაც კი ეჭვობენ.
„ეს რა დამართე საკუთარ თავს?“, „რა მშვენიერი იყო“, „ანორექსია აქვს?“, – წერენ კომენტარებში.
კრიტიკის საპასუხოდ ბეკინსეილმა განმარტა, რომ წონის კლება ოჯახში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდებოდა. მოკლე პერიოდში მსახიობმა ჯერ მამინაცვალი, როი ბატერსბი, შემდეგ კი დედა, ჯუდი ლოუ დაკარგა.
„შეხედეთ მის სახეს“, „უგემოვნობის პიკია“, „არ ჩამოვარდეს“ – კეიტ ბეკინსეილის შოკისმომგვრელი გამოჩენა


