LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 46 წლის კეიტ ბეკინსეილი 23 წლის შეყვარებულთან ერთად დააფიქსირეს

302
safe-image

46 წლის კეიტ ბეკინსეილი 23 წლის შეყვარებულთან, გუდი გრეისთან ერთად შოპინგის დროს დააფიქსირეს. წყვილი სამხრეთ კალიფორნიის ქუჩებში ხელიხელჩაკიდებული დასეირნობდა. ორივეს ვირუსისგან დამცავი პირბადე ეკეთა. მუსიკოსს კედები და დახეული შარვალი ეცვა, კეიტს კი შავ-თეთრ ზოლებში გადაწყვეტილი პიჯაკი ამშვენებდა.

შეგახსენებთ, წყვილის რომანის შესახებ ცნობილი აპრილში გახდა და ფაქტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბეკინსეილს 23 წლით უმცროს მამაკაცთან რომანის გამო აკრიტიკებენ.

„ჩემი ყველა რომანი იმისთვისაა, რომ თქვენ გაგაღიზიანოთ“, -ამ სიტყვებით გამოეხმაურა კეიტი საზოგადოების კრიტიკას.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ბეკინსეილი 26 წლის პიტ დევოდსონს ხვდებოდა, მანადმე კი 24 წლის მეტ რაიფს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები