LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 შთამბეჭდავი შავი ლუქი და 4 ჯილდო – როსალიას ტრიუმფი 2026 წლის Billboard Latin Music Awards-ზე

814
download (11)

როსალიამ 2026 წლის Billboard Latin Music Awards-ზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. ესპანელმა მომღერალმა საღამოს განმავლობაში არა მხოლოდ ოთხი პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება შეძლო, არამედ წითელ ხალიჩასა და სცენაზე სამი სრულიად განსხვავებული და თვალისმომჭრელი შავი სამოსით წარდგა. ამის შესახებ Harper’s Bazaar
წერს.

34 წლის არტისტის მოდური მარათონი Tom Ford-ის ლუქით დაიწყო. მოგვიანებით, ვარსკვლავმა იმიჯი შეიცვალა და სცენაზე Givenchy-ს კაბით გამოვიდა.

ცერემონიის კულმინაცია მისი ფინალური გამოსვლა გახდა. როსალიამ არჩევანი შეაჩერა სამოსზე, რომლის სკულპტურული და მოცულობითი საყელოც აყვავებულ თაიგულს ჰგავდა და შემსრულებელს განსაკუთრებულად დრამატულ იერსახეს სძენდა.

მუსიკალური თვალსაზრისით, ეს საღამო მომღერლისთვის ისტორიული აღმოჩნდა. მან სახლში 4 სტატუეტი წაიღო, მათ შორის საპატიო ჯილდო – ,,ბილბორდის ლათინური მუსიკის დიდების დარბაზი”, რომელიც გადაეცემათ იმ არტისტებს, პროდიუსერებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომელთაც ლათინოამერიკულ მუსიკას გლობალური აღიარება მოუტანეს.

ცნობისთვის, ბილბორდის ლათინური მუსიკის დაჯილდოება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ხანგრძლივი მუსიკალური ღონისძიებაა ლათინოამერიკულ მუსიკალურ ინდუსტრიაში, რომელიც 1994 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება. გამარჯვებულები Billboard-ის ჩარტების რეალური მონაცემების მიხედვით ვლინდებიან.

ცერემონია ყოველწლიურად ოქტომბერში, ძირითადად მაიამიში იმართება და ემთხვევა „ლათინური მუსიკის კვირეულს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები