LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქანთრი მუსიკის ასოციაციის საიუბილეო დაჯილდოებას ლეინი უილსონი გაუძღვება – ნომინაციებში ქალი შემსრულებლები დომინირებენ

204
download

ლეინი უილსონი ქანთრი მუსიკის ასოციაციის (Country Music Association) საიუბილეო, მე-60 დაჯილდოებას გაუძღვება. უილსონი შოუს წამყვანის ამპლუას, ზედიზედ მესამედ მორიგებს.

ამვადროულად, ის წლევანდელ დაჯილდოებაზე 3 ნომინაციაშია წარდგენილი. წლევანდელი დაჯილდოება გამორჩეულია იმით, რომ ნომინაციებში ქალი შემსრულებლები დომინირებენ.

ელა ლენგლი დაჯილდოების აბსოლუტური ლიდერია 9 ნომინაციით, მათ შორის პირველად არის წარდგენილი უმთავრეს კატეგორიაში – Entertainer of the Year.

ლენგლის 7 ნომინაციით მირანდა ლამბერტი, ხოლო 5-ით ქეისი მასგრეივსი მოჰყვებიან.

წლევანდელი საიუბილეო საღამო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ქანთრის ლეგენდას – დოლი პარტონს და მისი მუსიკალური მემკვიდრეობის აღნიშვნას მიეძღვნება.

ცერემონია ნეშვილში 18 ნოემბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები