ქანთრი მუსიკის ასოციაციამ (CMA) და ტელეკომპანია ABC-მ ლეგენდარულ არტისტს დოლი პარტონს ორსაათიანი სპეციალური პირდაპირი ეთერით მიაგეს პატივი. საღამო სახელწოდებით - CMA Presents I Will Always Love You: A Celebration of Dolly Parton ნეშვილში, ბელმონტის უნივერსიტეტის ფიშერის ცენტრში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მუსიკალური სამყაროს უამრავმა ვარსკვლავმა მიიღო.