ქანთრი მუსიკის ასოციაციამ (CMA) და ტელეკომპანია ABC-მ ლეგენდარულ არტისტს დოლი პარტონს ორსაათიანი სპეციალური პირდაპირი ეთერით მიაგეს პატივი. საღამო სახელწოდებით - CMA Presents I Will Always Love You: A Celebration of Dolly Parton ნეშვილში, ბელმონტის უნივერსიტეტის ფიშერის ცენტრში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მუსიკალური სამყაროს უამრავმა ვარსკვლავმა მიიღო.
ელა ლენგლიმ ,,ბილბორდის ცხელი ასეულის'' ისტორია გადაწერა. მომღერლის სინგლმა - Choosin' Texas ჩარტის პირველ ადგილზე 23-ე კვირა აითვალა, რითაც ახალი რეკორდი დაამყარა.
ჩარტის პირველ ადგილზე 22 კვირა ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია, რაც კი რომელიმე სიმღერას ლიდერ პოზიციაზე ოდესმე დაუფიქსირებია