ლეგენდარული სუპერმოდელი სინდი კროუფორდი ქალიშვილის, კაია გერბერის ლოს-ანჯელესის სახლში იმყოფებოდა. 60 წლის მოდელი ოჯახურ ტრაგედიას გლოვობს, მისი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„განადგურებულები ვართ“ – სინდი კროუფორდის ოჯახი 27 წლის ვაჟის გარდაცვალების შემდეგ დუმილს არღვევს
ფოტოები Daily Mail გაავრცელა. მედიის ინფორმაციით, სინდი ქალიშვილს ხუთშაბათს ესტუმრა. პაპარაცების ფოტოებში მოდელი განადგურებული ჩანდა. მას ჯინსები, ყავისფერი ქურთუკი და ჩექმები ეცვა, თვალებს კი მუქი სათვალით ფარავდა.
ოჯახმა პრესლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ დუმილი რამდენიმე დღის წინ დაარღვია.
„განადგურებულები ვართ ჩვენი საყვარელი ვაჟისა და ძმის დაკარგვით. თავს მადლიერად ვგრძნობთ, რომ პრესლი ჩვენ ცხოვრებაში 27 წლის განმავლობაში გვყავდა. ის არის თბილი, მშვენიერი სული, რომელსაც უყვარდა და რომელიც უყვართ – ახლა და სამუდამოდ. ძალიან ვამაყობთ იმით, თუ როგორ წარმოაჩინა მან თავი სამყაროში – სიკეთითა და მოწყვლადობით. მადლიერი ვართ იმ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ როგორც ნაცნობებისგან, ისე სრულიად უცხო ადამიანებისგან, ვინც ჩვენ ტკივილს იზიარებს. შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო. სამუდამოდ გვიყვარხარ: დედა, მამა და კაია“, – ნათქვამია მიმართვაში.


